Friday, March 15, 2013

სასწავლო პროექტი


 1. პროექტის სახელწოდება: ,,მამათა“ და ,,შვილთა ‘’ ბრძოლა-თაობათა კონფლიქტი

2. პროექტის მთვარი იდეა: ამ ორ თაობას შორის  კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების  უფრო ღრმად შესწავლა-გაანალიზება და იმის დადგენა, რა იწვევს თაობებს შორის განხეთქილებას და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან გაუცხოვება.

3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის ,ანალიზის და თვითანალიზის უნარ_ჩვევები. გაიგებენ რამდენად მნიშვნელოვანია გაითვალისწინო განსხვავებული მოსაზრება და პატივი სცე მას.

4. პროექტის   მიზნები:

1)მასალების მოძიების, დახარისხების,  ორგანიზებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება

2) ,,მამათა  და შვილთა„ ბრძოლის ფონზე ეპოქის თავისებურებების გაანალიზება.

5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა : ორი კვირა

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება  შეიქმნას: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას.გაეცნობიან არასაპროგრამო ლიტერატურას .ქმნიან დიაგრამებს ,ელექტრონულ პრეზენტაციას წარუდგენენ აუდიტორიას,

8.  პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო ,ილია ჭავჭავაძის წერილები,ლექსი „გამოცანები“ პასუხის პასუხი“ გრიგოლ ორბელიანის „პასუხი შვილთა ‘’აკაკი წერეთლის „ხარაბუზა ღენერალს“ და სხვ. კომპიუტერი ,ინტერნეტი.სურათები.

 9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):

აქტივობა-1-  კლასს ვთავაზობ პროექტის თემას. მათთან ერთად ვარჩევ სათაურს.

აქტივობა -2    კლასს ვყოფ სამ ნაწილად მათი ინტერესების გათვალისწინებით .




აქტივობა -3    ჯგუფები ადგენენ სამუშაო გეგმებს და არჩევენ  პრიორიტეტებს. ირჩევენ ლიდერებს და ინაწილებენ ფუნქციებს. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას. 




პირველი ჯუფი სწავლობს „მამათა“თაობის არგუმენტებს ,იმ ძირითად მიზეზებს ,რამაც მათი გაღიზიანება  გამოიწვია. 



მეორე ჯგუფი შეისწავლის  რა კონტრარგუმენტები აქვთ „შვილთა“ თაობის წარმომადგენლებს. 




მესამე ჯგუფი ეცნობა ორივე ჯგუფის თვალსაზრისს აკეთებს დასკვნებს ,აზოგადებს ამ პრობლემას თაობა შორის ურთიერთობის ჭრილში. ატარებს საზოგადოებრივ გამოკითხვას: რა არის საჭირო იმისთვის , რომ ავიცილოთ თავიდან თაობათა შორის დაპირისპირება.

აქტივობა -4   პროექტის პრეზენტაცია .იმართება დისკუსია და თითოეული ჯგუფი აცნობს  თავის შეხედულებას აუდიტორიას. იცავს საკუთარ თვალსაზრისს. წარადგენს კვლევის შედეგებს.




აქტივობა -5  შეფასება

კრიტერიუმი
         1-4
  5-6
  7-8
 9-10
 
ჩართულობა
ჯგუფში
არ არის ჩართული
ჩართულია მეტ-ნაკლებად
ერთვება ჯგუფის მუშაობაში და ძირითადად ასრულებს ინსტრუქციებს
ჩართულია მთლიანად.ზედმიწევნით ასრულებს დავალებებს
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა
არ არის შესაბამისი
შეესაბამება მეტ-ნაკლებად
მასალა ძირითადად შეესაბამება საკითხს
მასალა სავსებით შეესაბამება  საკითხს
დისკუსიის წარმართვისა და მსჯელობის უნარი
მსჯელობს არადამაჯერებლად, ვერ  იცავს დისკუსიიის წესებს
მსჯელობა მეტ -ნაკლებად დამაჯერებელია. იცავს დისკუსიის წესებს

მსჯელობა იცავს დამაჯერებელიაძირითადად დისკუსიის წესებს.
მსჯელობა დამაჯერებელია. ორიგინალური ზედმიწევნით იცავს დისკუსიის წესებს

10 .საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია

ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად დამაჯერებელია  მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები;
·         გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;

ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·         ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·         წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;

11. პროექტის ხელმძღვანელი: ოზურგეთი .დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  ხათუნა კიწმარიშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kicmarishvilikhatuna@gmail.com